LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონურმა კომპანიამ დაასაქმა 10 კატა, რათა თანამშრომლებს სტრესი შეუმციროს

125
4457a060-58a9-4932-bce3-db99b98d

იაპონიაში მოღვაწე ტექნოლოგიურმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ოფისში კატები დაესაქმებინა. როგორც გამოცემა South China Morning Post წერს, უჩვეულო ინიციატივის მიზანი თანამშრომლებში სტრესის დონის შემცირებაა.

ოთხფეხა მეგობრებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ხელმძღვანელობამ რემონტიც გააკეთა და კატებისთვის უფრო კომფორტული გარემო შექმნა.

აღსანიშნავია, რომ ოფისში მოიყვანეს ქუჩიდან გადარჩენილი რამდენიმე ფისოც და მათ შორის პირველი იქ უკვე 2004 წლიდან ბინადრობს, სწორედ ამიტომ ამჟამად „თავმჯდომარის“ პოზიცია უკავია.

აღსანიშნავია, რომ კატების დამსახურებით ოფისში ბევრად უფრო მეგობრული და თბილი გარემოა, თანამშრომლებიც სამსახურს უფრო ნაკლებად ტოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები