LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი მისი ლოგიკა და საუბრის მანერაა: ვოლსკი

91
BeFunky-collage (1)

პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი “გირჩის” მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს, რომელთა შორის იარაღის ტარების უფლებაცაა ეხმაურება და აცხადებს, რომ ვახტანგ მეგრელიშვილს იარაღი არ სჭირდება და ამ ფუნქციას მისი სიტყვა შეასრულებს:

ორშაბათს პარლამენტში მივალთ, გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ, ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას: მეგრელიშვილი

“არ არის ახალი ამბავი, თქვენგან არ გამიგია ეს ამბავი, ვიცი, რომ ეგეთი სურვილი აქვთ, მაგრამ გადაწყვეტილებას რომ დავინახავ მერე შევაფასებ.

იარაღი არ სჭირდება მეგრელიშვილს, მისი იარაღი არის მისი ლოგიკა და მისი საუბრის მანერა და მის მიერ ჩამოყალიბებული თეზისები, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ნამდვილად სიახლეა. მას იარაღი არ სჭირდება სიტყვაა მისი იარაღი” – აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის წევრები ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში მივლენ. მეგრელიშვილის განცხადებით, ისინი “უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g