LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორშაბათს პარლამენტში მივალთ, გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ, ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას: მეგრელიშვილი

123
ვახტანგ მეგრელიშვილი

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის წევრები ორშაბათს საკანონმდებლო ორგანოში მივლენ.

მეგრელიშვილის განცხადებით, ისინი “უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ”.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ორშაბათს პარლამენტში მუშაობას დაიწყებენ, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან:

“უბრალოდ მისვლას ვაპირებთ, გაცნობას. უბრალოდ, გამარჯობას ვეტყვით ადამიანებს და გავიცნობთ. ჩვენ გვგონია, რომ ისედაც ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ. ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში.

ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ – თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ შეთანხმება ვერ შედგა, მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ მოქმედებას იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილია.” – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები არ ჰქონიათ და ამის შესახებ უბრალოდ შეატყობინეს.

შეგახსენებთ, პარტია “გირჩის” წარმომადგენლებმა იმ მოთხოვნების ჩამონათვალი გაავრცელეს,რომლის შესრულების შემთხვევაშიც მზად იყვნენ, პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმი შეეწყვიტათ.

ბოიკოტის რეჟიმს შევწყვეტთ, თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მიერ განსაზღვრული 7 საკითხიდან ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტას დათანხმდება: “გირჩი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g