LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცოდით, რომ საქართველოში 5 ჯიშის ველური ორაგულის შეძენა იყო შესაძლებელი?

492
fortuna

საქართველოში გარეული ორაგულის სახეობის თევზის ხუთი ჯიშის შეძენაა შესაძლებელი, ესენია: ღურკანა, კეტა, კიჟუჩი, ჩავიჩა და წითელი ორაგული.

გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საშუალო სტატისტიკური ქართველი მომხმარებელი ყოველწლიურად, დაახლოებით 7კგ თევზს მოიხმარს. ეს რიცხვი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ მონაცემთან შედარებით მცირეა, ყოველწლიურად სტაბილურად ზრდადია, რაც საქართველოს ბაზარზე გარკვეული პროგნოზების გაკეთებისა და ტენდენციების გამოკვეთის შესაძლებლობას გვთავაზობს.

ყოველწლიურად საქართველო 17 000 ტონა თევზისა და ზღვის პროდუქტის იმპორტს აწარმოებს. იზრდება თევზის ადგილობრივი წარმოებაც. 2019 წლის მონაცემებით, თევზი, რომელიც ფერმებში იყო მოყვანილი (მეტწილად კალმახი და კობრი), 3.5%-ით გაიზარდა და 2500 ტონას მიაღწია.

საერთო ჯამში საქართველოში მოხმარებული თევზის 80% იმპორტია, 20% კი – ადგილობრივი წარმოება. საქართველოს თევზის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან: ისლანდია (17%), აშშ (14%), კანადა (12%), ნორვეგია (10%), ესპანეთი (8%), ახალი ზელანდია (7%) და თურქეთი (5%).

5 სხვადასხვა ჯიშის ორაგულის ერთ-ერთი მთავარი და ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის, აშშ-ია, სადაც ამ ბიზნესში მნიშვნელოვანი წილი ალასკის შტატს უკავია. ალასკის თევზმჭერი კომპანიების მიერ წამროებული თევზის უდიდეს ნაწილს ველური ორაგულის სხვადასხვა სახეობა შეადგენს.

ალასკის რეგიონი იმითაა გამორჩეული, რომ აქ აკვაკულტურა აკრძალულია, ანუ არ არის ხელოვნურად გამოყვანილი თევზის ფერმები. ალასკის თევზის განსაკუთრებული ღირებულებაც სწორედ ისაა, რომ მასზე ადამიანს არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ალასკის თითოეულმა მეთევზემ იცის, რომ დღეს თევზი ისე უნდა დაიჭიროს, რომ ხვალ მისი რაოდენობა არ შემცირდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რათა მომავალი თაობებისთვის რესურსი შენარჩუნდეს.

თევზჭერის მკაცრი კვოტების სისტემა წყლის რესურსების მიმართ გააზრებულ მიდგომას უზრუნველყოფს. აქაური თევზის ექსპორტი პირდაპირაა დამოკიდებული დაჭერილი თევზის რაოდენობაზე, რაც ყოველწლიურად ცვალებადი რიცხვია.

ძირითადი თევზჭერა ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში მიდის. ცივილიზაციისაგან მოშორებული რეგიონის აკვატორიის სისუფთავეზე აშშ განსაკუთრებით ზრუნავს. აქაურ თევზს ანტიბიოტიკები თუ საკვები დანამატები არ სჭირდება, ის საკუთარ თავს თავად ზრდის. სწორედ ამიტომაც ითვლება ალასკური თევზმჭერი კომპანიების თევზეული პრემიუმ პროდუქტებად.

პრემიალური ველური ორაგულის შეძენა პირდაპირ ალასკადან საქართველოს დიდი სუპერმარკეტების დახლებიდანაცაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები