LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური შაბათ-კვირა შოპინგისთვის: დაიბრუნეთ 30%-ი ულიმიტოდ „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“

760
თბილისი აუთლეტ ვილიჯი

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გარდერობის განახლება განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია. 7 და 8 მარტს თბილისი აუთლეტ ვილიჯი და თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს შოპინგის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობენ. მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით შერჩეულ ობიექტებში გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად და ულიმიტოდ დაიბრუნებენ.

ეს შეთავაზება უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც პრემიუმ კლასის ბრენდების კოლექციების აღმოჩენა და თანხის მნიშვნელოვნად დაზოგვა სურს. ულიმიტო ქეშბექი ნიშნავს, რომ დანაზოგის მოცულობა არ არის შეზღუდული – რაც უფრო მეტს ყიდულობთ, მით უფრო დიდია უკან დაბრუნებული თანხა, ეს კი შოპინგის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მოგებიანს ხდის.

აქცია ვრცელდება ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თავის მოვლის მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ფართო სპექტრზე.

ობიექტების ჩამონათვალში შედის: Pollini, Sani Optics, DKNY, Pinko, Bimba y Lola, Adolfo Dominguez, Calvin Klein, Lee | Wrangler, Zadig&Voltaire, REGALIA, New Trend, Samsonite, ShoesPlaza, Ecco | Geox, Puma, Nike, Adidas, Giordano, Remember, Funky Buddha, Alfaparf Milano Professional, Lutecia, Salle De Mode, Gallery Accent, Guess, Jack & Jones, Lacoste, Levi’s, Tommy Hillfiger და Monnalisa.

შეთავაზებით შეუფერხებლად რომ ისარგებლოთ, ანგარიშსწორება აუცილებლად თიბისის POS ტერმინალზე უნდა განხორციელდეს. აქცია მოქმედებს თიბისი კონცეპტის მხოლოდ Visa სადებეტო ბარათებზე (როგორც ახალზე, ისე ძველზე) და მათ ციფრულ ანალოგებზე, მათ შორის: TBC Concept Visa Platinum, Visa Signature და TBC Concept Miles&Smiles Visa Signature Travel Card.

გასათვალისწინებელია, რომ მომენტალური 30%-იანი ქეშბექით სარგებლობისას, პარალელურად ვერ გამოიყენებთ მაღაზიის შიდა ფასდაკლების ან ლოიალობის ბარათებს. აგრეთვე, შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათებისა და ვაუჩერების შეძენის შემთხვევებზე.

გამოიყენეთ ეს უქმეები საუკეთესო შენაძენისთვის, აღმოაჩინეთ ახალი კოლექციები და ისიამოვნეთ ექსკლუზიური პირობებით „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g