ჩეხი ადამ ტუპალიკი ველოკროსის ჩემპიონატში იმიტომ დამარცხდა, რომ წრეების სათვალავი აერია. ჩეხმა ჩათვალა, რომ გამარჯვება მოიპოვა, არადა ფინიშამდე კიდევ ერთი წრე რჩებოდა. შედეგად ტუპალიკი მეორე აღმოჩნდა.
მან მაყურებლის შეძახილებს არ მოუსმინა, რომლებიც მას რბოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებდნენ.
”ეს ჩემი შეცდომაა. გამარჯვების აღნიშვნა ფინიშამდე ერთი წრით ადრე დავიწყე. ასეთ რამეს ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი. არც მეტი, არც ნაკლები, იდიოტი ვარ”, – თქვა რბოლის შემდეგ ტუპალიკმა.
გამარჯვება კი ბელგიელმა ელი იზერბიტმა მოიპოვა. ტუპალიკი მას მხოლოდ 0.01 წამით ჩამორჩა.