LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღე ავტომობილის გარეშე – პეკინზე ველორბოლა იმართება

142

პეკინის ქუჩაზე საერთაშორისო დღესთან – “ავტომობილის გარეშე” დაკავშირებით ველორბოლა იმართება.

ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.

დღის მთავარი მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ორგანიზატორი ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი, „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ველობილიკი მხოლოდ პეკინის ქუჩაზე საკმარისი არ არის.

„უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ველობილიკები მოეწყოს სხვა ქუჩებზეც. ამის შესაძლებლობა არსებობს, თუნდაც, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ყაზბეგის ქუჩაზე,“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მსგავსი სივრცეები სხვაგანაც მოეწყოს. კალაძის თქმით, უფრო დეტალურად კი ამის შესახებ მათ სატრანსპორტო გეგმაში იქნება მოცემული.

„ვუერთდები ამ დღეს, მომავალშიც ეს მიდგომა უნდა დავნერგოთ. ველოსიპედი ჯანსაღი ცხოვრების ერთერთი მიმართულებაა,“ –  განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისში ამის ძალიან დიდი პოტენციალია.

„დღეს პეკინის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს გავივლით და დავბრუნდებით ისევ აქ. ჩვენ წარმოგიდგენთ კონკრეტულ გეგმას. ველობილიკების გაკეთების პოტენციალი არსებობს, როგორც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე სკვერებში. ამას გავუწევთ პოპულარიზაციას. მე პირადადაც ვარ დაინტერესებული ჯანხაღი ცხოვრების წესით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

პოპულალურები