LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდრის ელბა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი გახდა (ფოტო)

270

ჟურნალმა People წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცები დაასახელა. გამოცემის ვერსიით, 46 წლის იდრის ელბა არა მხოლოდ წლის, არამედ პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცია. როგორც ჩანს, ეს აღიარება მოულოდნელი აღმოჩნდა თავად მსახიობისთვის, რომელმაც ამ თემაზე იხუმრა კიდეც: „მართლა? არადა ხშირად ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში და ვამბობ, დიახ, დღეს მართლაც სექსუალური ვარ“, – აღნიშნავს ხუმრობით მსახიობი. გამოცემამ ყველაზე სექსუალური მამაკაცი 33-ჯერ გამოავლინა. წინა წელს ამ ტიტულის მფლობელი ბლეიკ შელტონი გახდა.

იდრის ელბა, რომელსაც ჯეიმს ბონდის” როლზე დენიელ კრეიგის შემცვლელად ასახელებენ, გამოცემასთან ბევრს საუბრობს ბავშვობის დროინდელ კომპლექსებზე. ის ამბობს, რომ სკოლაში ძალიან მაღალი და გამხდარი იყო. მისივე თქმით, ყველაზე ბედნიერი მომენტი ცხოვრებში შვილების დაბადება გახდა. ვრცლად 46 წლის ელბას ინტერვიუს მკითხველი ჟურნალის ახალ ნომერში გაეცნობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g