ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო დატოვეს. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ასევე სტოლტენბეგრი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს, მოგვიანებით კი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.