იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო მამა-შვილმა: 59 და 20 წლის მამაკაცებმა.
პოლიციის თქმით, თავდამსხმელი აღმოსვლეთ იერუსალიმის მცხოვრები, 13 წლის პალესტინელია. ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა.
თავდასხმა იერუსალიმის სინაგოგაში: დაიღუპა შვიდი და დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი
მედიის ცნობით, ნევე-იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. მას სამართალდამცავებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.
თავდასხმა იერუსალიმის სინაგოგაში: დაიღუპა შვიდი და დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი