LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იესო ქრისტეს შობამ კაცობრიობისთვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა – ირაკლი ღარიბაშვილი

150
site_715X400 (26)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამემამულეებს შობას ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

„ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

მთავარი ფოტო: ipn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები