LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იღიმოდნენ და კუნთებზე იხედებოდნენ“ – ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იმყოფებოდა

946
12

ფილოსოფოს ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბებით შემოსილი ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, ამ დროს თავად სახლში არ იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ კი ნიღბიანმა პირებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

„სახლში არ ვიყავი. მოსულა 15-20 კაცი ნიღბებით. შეკითხვაზე, რა სურთ – იღიმოდნენ და კუნთებზე იხედებოდნენ. ცოტა სპორტული აღნაგობის შემადგენლობა იყო. იდგნენ და მე მელოდნენ.

რომ არ გავეფრთხილებინე, სახლში მოსვლას ვაპირებდი. მომხდარს ბოლო ხანებში იმ ავარდნილ ამბავს ვუკავშირებ, რომ თურმე 2014 წელს ვაჟა-ფშაველაზე რომ ვისაუბრე, იქ ხევსურებისთვის შეურაცხყოფა მიმიყენებია.. [თურმე] ხან კახელებს მივაყენე შეურაცხყოფა, ხან ხევსურებს.

გადაცემა, რომელიც ძალიან დიდი მოწონებით სარგებლობს და 250 000 ნახვა აქვს, 6 ენაზეა თარგმნილი – ეს გადაცემა ვიღაცამ დღეს ნახა და ჩათვალა, რომ მე უნდა დავისაჯო“, – განუცხადა „ფორტუნას“ ლევან ბერძენიშვილმა.

ლევან ბერძენიშვილი: სახელისუფლებო პარტიის ერთი მხარდამჭერი არ მოიძებნა, ვინც იტყოდა, რომ ლექციის ჩაშლა სასიხარულო ამბავი არ არის 

„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ბერძენიშვილი მოვიწვიეთ ლექციაზე, პიკეტირება მოგვიწყვეს – ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები