LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგორ გიორგაძე ცდილობს, მოახდინოს თავის საჯარო ლეგიტიმაცია – ზვიად ქორიძე

300

უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე ცდილობს, მოახდინოს თავის საჯარო ლეგიტიმაცია და ქართულ საზოგადოებას შეახსენოს თავი,” – ამის შესახებ მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სასამართლომ გიორგაძის მიერ შეტანილი სარჩელი განიხილა.

საუბარია სარჩელზე, რომლის თანახმადაც ის მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს გამოცემაში DFwatch გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივის.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ერთი რიგითი დავა, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დავა, იგორ გიორგაძე იყო საქართველოს უშიშროების მინისტრი. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ლუსტრაციის პროცესი არ მომხდარა, ჩვენ დადასტურებულად ვერ ვამბობთ, ეს ადამიანი არის თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ემისარი, თუმცა იმ საქმიანობით, რომლითაც ის გამოირჩეოდა საქართველოში მინისტრობის ან მინისტობამდე პერიოდით, ასევე იმით, რომ თავს აფარებს სწორედ რუსეთი ფეფერაციას და ამის შესახებ ბევრი დადასტურებული ფაქტია, ასევე იმ განცხადებების კვალობაზე, რომელსაც ის ბოლო ხანებში ძალიან ანგარიშმიუცემლად აკეთებს – ყველაფერი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ იგორ გიორგაძე უკვე ღიად არის წარმოდგენილი, როგორც რუსეთის ფედერალური უშიშროების სპეცსამსახურების მხარე, მისი წარმომადგენელი და ხელდასმული,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ქორიძის თქმით, ახლა ვხედავთ იმას, რომ იგორ გიორგაძე საჯარო ლეგიტიმაციას ცდილობს 23 წლის შემდგომ, რაც ის გაიქცა საქართველოდან.

“იგი იძებნებოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ორგანიზებული ტერორისტული აქტის გამო. დღეს გიორგაძე ცდილობს, ამ პროცესებით მოახდინოს თავისი საჯარო ლეგიტიმაცია და ქართულ საზოგადოებას შეახსენოს თავი. ვხედავთ, რომ უპირისპირდება ქართულ მედიას, ინტერნეტგამოცემებს, უპირისპირდება პერსონალურად ლაშა ტუღუშს. იმასაც ვაკვირდებით, ბოლო ხანებში იგორ გიორგაძე რა განცხადებებსაც აკეთებს და რისკის ქვეშ ამყოფებს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს ინგლისურენოვან გამოცემაში DFwatch გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივის. აღნიშნული გამოცემის ხელმძღვანელი თავად ლაშა ტუღუშია, სადაც 2017 წელს გამოაქვეყნა სტატია და მასში აღწერილი იყო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g