LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგუანის ისტორიული 33: პირველად იტალიაში საუკუნის შემდეგ

48

გონსალო იგუანი გახდა პირველი ფეხბურთელი 1958/59 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც სერია ა-ში 33 გოლი გაიტანა.

”ნაპოლის” არგენტინელმა ფორვარდმა სარეკორდო გოლი ”ტორინოსთან” გასვლაზე მოგებულ შეხვედრაში (2:1) გაიტანა.

იგუაინს 33 ჩატარებულ შეხვედრაში ამდენივე გოლი მოუგროვდა და 57-წლიანი პაუზის შემდეგ მიაღწია ისტორიულ შედეგს.

მაშინ 33 გოლი ”ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა ანტონიო ანჯელილომ გაიტანა.

გონსალო იგუაინს და ”ნაპოლის” იტალიის ჩემპიონატში ერთი მატჩიღა დარჩათ. 14 მაისს უკვე გავარდნილ ”ფროსინონეს” უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ნეაპოლელთათვის ძალიან მნიშვნელოვაია, გამარჯვების შემთხვევაში ”ნაპოლი” პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. იგუაინს კი მშვენიერი შანსი აქვს მიღწევა გააუმჯობესოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g