„იკეა“ გეგმავს, 2019 წლიდან სირიელი ლტოლვილების მიერ დამზადებული ხალიჩები და ტექსტილი გაყიდოს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ინიციატივა დაასაქმებს 200-ზე მეტ სირიელ ლტოლვილს, რომლებიც იორდანიაში ცხოვრობენ.დასაქმებულების დიდი ნაწილი ქალი იქნება.
„სირიაში შექმნილი მდგომარეობა ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა, იორდანიამ კი სირიელი ლტოლვილების შესაფარებლად დიდი პასუხისმგებლობა აიღო. გადავწყვიტეთ, ჩვენს შევიტანოთ საკუთარი წვლილი,“ – განაცხადა „იკეას“ მმართველმა დირექტორმა ჯერსპერ ბროდინმა.
გაერო-ს ინფორმაციით, იორდანიამ 655,000-ზე მეტი სირიელი ლტოლვილი მიიღო.