LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიელი ლტოლვილის ისტორია ბედნიერი დასასრულით

88

„მე თქვენ მიყვარხართ, მე მიყვარს მადრიდი და ესპანეთი. ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის,“ – ამის შესახებ სირიელმა ლტოლვილმა ოსამა აბდულა მოჰსენმა განაცხადა, რომელიც ესპანეთში ფეხბურთის მწვრთნელად მიიწვიეს.

“ევრონიუსის” ინფორმაციით, მოჰსენი და მისი ორი შვილი სირიიდან ევროპაში ურთულესი მოგზაურობის შემდეგ უკვე მადრიდში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივებმა თბილი დახვედრა მოუწყეს.

მოჰსენს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს ვიდეოდან, სადაც მას უნგრელმა ჟურნალისტმა ფეხი დაუდო, რომ წაექცია. სხვა ლტოლვილებთან ერთად იგი პოლიციას გაურბოდა, რათა უნგრეთის საზღვარი გადაეკვეთა.

“თუმცა ახლა ეს ყველაფერი წარსულში რჩება, მოჰსენს წინ ახალი ცხოვრება და ახალი სამსახური აქვს. ესპანური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოჰსენი საცხოვრებლითაც უზრუნველყო” -წერს “ევრონიუსი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები