LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იკვეთება ალბათობა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამიტომ ოპოზიციაში დაიწყო არეულობა.. მათ  ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა, ოღონდ ქვეყანა დაზიანდეს“ – ირაკლი ქადაგიშვილი

122
ქად მზა

„როდესაც იკვეთება ალბათობა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს,ოპოზიციაში დაიწყო არეულობები და რყევები. ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ, ჯობს გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გაიშვირეს ხელი ოპოზიციისკენ, ამაში გასაკვირი არაფერია,“– ამის შესახებ  უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი  ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და მისი ხელისუფლების მორიგი წარმატება,ხოლო მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა.

ეს იყო ერთადერთი და მთავარი  მიზეზი, რითაც ისინი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ყველანაირად უშლიან ხელს,“ – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ,  „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა,რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს.

„კოლეგებს ვეტყვი, შეწყვიტონ დამაზიანებელი გზავნილები.. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დახურული კარის მიღმა, ოპოზიციის წევრები, კანდიდატის სტატუსის გადავადებაზე საუბრობენ“ – ხათუნა სამნიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები