თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ილია ჯიშკარიანმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირაკლი ნადირაძეს წყლის ბოთლი ესროლა. დაპირისპირება ირაკლი ნადირაძის განცხადებას მოჰყვა. თბილისის სკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეპუტატებმა ერთმანეთისკენ გაიწიეს, თუმცა მათი გაშველება მოხერხდა.