LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორემ მრევლს ერთი დღე-ღამე ლოცვისკენ მოუწოდა

41

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს სთხოვს, თითოეულმა გვარმა ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ. ამის თაობაზე ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დღეს იქადაგა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდა გვარების დალოცვა, ვლოცავთ გვარებს მაგრამ ალბათ, არ არის საკმარისი და ლოცვა უნდა გაძლიერდეს. ჩვენი ლოცვა არ არის რაღაც ფანატიკური მოქმედება. ჩვენი ლოცვა უშუალოდ კავშირშია ღმერთთან. ბევრი ვიფიქრეთ იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, კარგი იქნებოდა, რომ ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. გახსოვთ, სახარებაში წერია, ბოროტი ძალა განიდევნება ლოცვით და მარხვით, მე ძალიან მომწონს ეს აზრი. არც ძნელია, რომ ერთი დღე-ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს”,- ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგებაში ილია მეორემ აღნიშნა, რომ შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g