LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი Twitter-ის შეძენას გეგმავს – მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე ბანკებისგან სესხს ითხოვს

45
ილონ მასკი

ილონ მასკი კომპანია Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენას პარასკევისთვის გეგმავს. მსოფლიოს უმდიდრეს მეწარმეს თანხა ნაღდი ფულის სახით არ აქვს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

ილონ მასკი 13 მილიარდი დოლარის სესხად აღებას საინვესტიციო ბანკისგან – Morgan Stanley აპირებს.

როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

დარჩენილი თანხის შესაგროვებლად მასკმა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, საერთო ჯამში, მიმდინარე წელს მასკმა საფონდო ბირჟაზე 32 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g