ილონ მასკი X-ის გაცნობის აპლიკაციად გარდაქმნას აპირებს. სოციალური პლატფორმა მალე გაცნობის აპლიკაციად და ციფრულ ბანკად გადაიქცევა. ამის შესახებ მასკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
26 ოქტომბერს გამართულ ონლაინ შეხვედრას ილონი და X-ის გენერალური დირექტორი, ლინდა იაკარინო ერთად დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ მათ ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ პლატფორმის რადიკალური გარდაქმნის ზუსტი გეგმა და ვადები.