LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპი პირველად წარმატებით ჩანერგა

232
Untitled.pngdxfgdf

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ Neuralink ადამიანის ტვინში უსადენო ჩიპი პირველად ჩანერგა წარმატებით. მასკმა აღნიშნა, რომ მოწყობილობის მუშაობის პირველი შედეგები იმედის მომცემია და ჩიპი ნერვულ იმპულსებს კარგად ცნობს.

ჩიპი ტვინში ადამიანსა და კომპიუტერს შორის დამაკავშირებელი რგოლი უნდა იყოს და დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური პრობლემები და ფსიქოლოგიური აშლილობები აქვთ.

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ Neuralink-ი 2024 წელს ტვინში იმპლანტების ჩასანერგად 11 ოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

ცნობისთვის, მასკმა კომპანია  Neuralink მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ჩიპების თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით, ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. მისი მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.

ილონ მასკი Neuralink-ის ჩიპების ადამიანებზე გამოცდას 2022 წლიდან დაიწყებს

„მას ასევე უყვარს სარკაზმი“ – ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი Grok წარადგინა

ილონ მასკი: „Starlink-ის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები