LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა ლას–ვეგასის ქვეშ ჩქაროსნული გვირაბი გახსნა, თუმცა პირველი მგზავრები იმედგაცრუებულები დარჩნენ

69
lasvegasnews45

ლას–ვეგასის ქვეშ მსოფლიოში პირველი ჩქაროსნული გვირაბი ამუშავდა, პროექტი რომლის მშენებლობაც The Boring Company–მ ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო. „ტესლას“ დამაარსებლის ილონ მასკის ჩანაფიქრის მიხედვით, უნიკალური გვირაბისა და ელექტროქარების დამსახურებით ადამიანები ქალაქის ცენტრამდე მისვლას ბევრად უფრო სწრაფად შეძლებდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა საქმე სულ სხვანაირადაა.

Loop Transportation System–ის გვირაბის შესახებ პირველად 5 წლის წინ ალაპარაკდნენ. მაშინ მასკი მიწიქსვეშა გზას რევოლუციურს უწოდებდა და მსოფლიოში მის ანალოგს უბრალოდ ვერ პოულობდა.

2 წლიანი სამუშაოების შემდეგ ტრასამ პირველ მგზავრებს უმასპინძლდა.

თუმცა, გაირკვა რომ ინოვაციური პროექტი წარმოადგენს ორ გვირაბს, რომლებიც 12 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული და ცალმხრივი მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. მთელი ტრასა მხოლოდ 3 სადგურს აერთიანებს. მთავარი იმედგაცრუება კი ჩქაროსნული რეჟიმი გახდა. დაპირებული 200 კმ/სთ–ის ნაცვლად მძღოლებმა მხოლოდ 60 კმ/სთ–ით გადაადგილება შეძლეს. უფრო მაღალი სიჩქარის განვითარება უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან ელექტრომობილები ერთმანეთს უკან მიყვებოდნენ.

მიუხედავად ასეთი შედეგისა, მიწისქვეშა გზის ავტორები ირწმუნებიან, რომ ტრასა საათში 4400 მგზავრს მოემსახურება. ამისთვის სატრანსპორტო სისტემის გაფართოებაა საჭირო. კომპანიას კი ყოველი ნახევარი კილომეტრის დაგება ერთი მილიარდი დოლარი უჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g