ილონ მასკმა Tesla-ს აქციების გაყიდვა განაახლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მასკმა დაპირებული 10%-იანი წილის ნახევარზე მეტი უკვე გაყიდა.
Twitter-ის გამოკითხვის შემდეგ, ელექტრომობილების კომპანიის დირექტორმა ჯამში 9.2 მილიონი აქცია გაყიდა და დაახლოებით $9.9 მილიარდი შეაგროვა. ამ თანხის ნაწილით მასკი გადასახადებს გადაიხდის.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 50 წლის ილონ მასკი $303.7 მილიარდიანი ქონებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია.