LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის ძმამ Tesla-ს აქციების 15% გაყიდა

90
618a5aae326b260018355fcf

ილონ მასკის ძმამ, კიმბალ მასკმა Tesla-ს აქციების დაახლოებით 15% გაყიდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, კიმბალმა, რომელიც Tesla-ს გამგეობის წევრია, 88,500 აქცია 5 ნოემბერს, JPMorgan-ის მეშვეობით გაასხვისა. აქციის საშუალო ფასი $1,229,91 იყო, რამაც ჯამში დაახლოებით $109 მილიონი შეადგინა.

ცნობისთვის, კიმბალ მასკი Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, $950 მილიონის ღირებულების აქტივებს ფლობს. ის 2004 წლის აპრილიდან Tesla-ს საბჭოს წევრია, ასევე არის SpaceX-ის დირექტორიც.

42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან ილონ მასკის ქონების 2% იხსნიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები