LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ კურსით, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შეუძლებელია არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი“ – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

173
პაპუნა ჯანელიძე

2015-2018 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე, „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი – ბიძინა ივანიშვილი

როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, „ამ კურსით არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი შეუძლებელია“.

ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:

– შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.

ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას“, – წერს პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

ბიძინა ივანიშვილი : „საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ”

როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი,…

Posted by Papuna Janelidze on სამშაბათი, 30 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g