LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 1500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვთ, შედარებით დიდი კრედიტის აღებას ვეღარ შეძლებენ

281
08

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიური გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 250 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1000 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 500 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში პირველი აპრილიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1000-ის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება. შესაბამისად იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 1500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვთ, შედარებით დიდი კრედიტის აღებას ვეღარ შეძლებენ.

„ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები