LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ ქალბატონს მინდა ვუპასუხო, რომელიც როგორც ვიცი, ჩემს მეუღლეს თვალით არასოდეს უნახავს.. მინდა მისი ტყუილები და ცილისწამება საჯაროდ ვამხილო“ – მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე მორიგ მიმართვას ავრცელებს

734
ხათუნა ფეიქრიშვილი, მალზახ ქვრივიშვილი

მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე, ხათუნა ფეიქრიშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვრცელ პოსტში მისი მეუღლის რეპუტაციის შელახვის შესახებ ისაუბრა, მორიგ ფეისბუკპოსტს აქვეყნებს. ამჯერად, მსახიობის მეუღლე პასუხობს ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც როგორც პოსტიდან ირკვევა მალხაზ ქვრივიშვილს თაღლითობაში ადანაშაულებს.

„ვერასოდეს ვერავინ შეგილახავს რეპუტაციას, რადგან ყველას უყვარხარ შენი ნიჭიერებით, შენ რას დაგაკლებს გზააბნეული 3 პატარა არსება..“ – რას წერს მალხაზ ქვრივიშვილის მეუღლე

ხათუნა ფეიქრიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი მადლობა მეგობრებო ამხელა ყურადღება რომ გამოიჩინეთ. უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ჩემს პოსტს, ზოგი გვწერდა და ზოგიც რეკავდა დღემდე არ გაჩერებულა ტელეფონი. პირველ რიგში მადლობა, რომ ასე გვგულშემატკივრობთ! ახლა კი საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე იმ ქალბატონს მინდა ვუპასუხო, რომელიც , როგორც ვიცი ჩემს მეუღლეს თვალით არასოდეს უნახავს.

გუშინ ვნახეთ პირველად სოციალურ ქსელში და ნეტავ არ გვენახა მრცხვენია კიდეც რომ ასეთი დაბალი დონის კატეგორიას პასუხის ღირსად ვთვლი, მაგრამ როდესაც ის ჩემს ოჯახს ეხება, და ჩემი ოჯახის წევრს შეურაცხყოფს მინდა ვუპასუხო და მისი ტყუილები და ცილისწამება ვამხილო საჯაროდ:

1. მალხაზ ქვრივიშვილზე ვერასოდეს ვერავინ იტყვის, რომ თაღლითია და ამასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს!

2. ჩემი მეუღლე არასოდეს ყოფილა მშენებლობის ბიზნესში!!! ის არც მეწილეა, არც ინვესტორი და როგორც ვიცი დირექტორობა ბიზნესმენობას არ ნიშნავს!

დაკვალიანდით ქალბატონო ქეთი თქვენ თვითონვე იხლართებით თქვენს ტყუილებში ხან ამბობთ რომ ბიზნესშია ხან თქვენი მეუღლის დაქირავებულ მუშაკს ეძახით. და მესამე თუ მაგდენი განათლება არ გაქვთ, ვინმეს მაინც ჰკითხეთ, რადგან წარმოდგენა არ გაქვთ ჩემი მეუღლის ნიჭიერებაზე. არ გამიკვირდება საერთოდ რომ არ იცოდეთ ვინ არის მალხაზ ქვრივიშვილი. არ ვიცი შეიძლება ფეხბურთელიც გგონიათ. ხარებას გილოცავთ ქალბატონო ქეთი უფალმა შეგინდოთ, თორემ ჩვენი მხრიდან ნაპატიები გაქვთ ეს ჩემი ბოლო პასუხია თქვენს ცილისწამებაზე, რადგან ვთლი რომ პასუხის ღირსიც არ ხართ!

თქვენს სიტყვებს კი მალხაზის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება! უფრო გულსატკენი იქნებოდა ღირსეული ადამიანისგან ეს ბრალდება და გამომდინარე იქიდან, რომ არაფერს წარმოადგენთ ეს იქნება ჩემი ბოლო პასუხი. კიდევ და კიდევ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე!

P.S ჩვენი გულისხმიერებიდან გამომდინარე, როდესაც გაიგებთ მალხაზ ქვრივიშვილი ვინ არის და რას წარმოადგენს მიუხედავად ყველაფრისა ავტოგრაფს და 2 მოსაწვევს პირადად გამოგიგზავნით თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, იქნებ ოდნავი წარმოდგენა მაინც შეგექმნათ ხელოვნებაზე და ხელოვან ადამიანებზე ხარებას გილოცავთ ყველას ღმერთმა სულ გახარებულები გამყოფოთ Malkhaz Kvrivishvili მიყვარხარ ჩემო ყველაზე მაგარო ბიჭო ❤️ შენ ჩემი გული ხარ და ჩვენ ერთი ძალა!“

დიდი მადლობა მეგობრებო ამხელა ყურადღება რომ გამოიჩინეთ . უამრავი ადამიანი გამოეხმაურა ჩემს პოსტს, ზოგი გვწერდა და ზოგიც…

Posted by ხათუნა ფეიქრიშვილი on კვირა, 07 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები