LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IMDb-მ 2018 წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა

49118586_349528595872277_7107917016543002624_n__vid250467e

კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა პორტალმა (IMDb) 2018 წლის 10 საუკეთესო სერიალის სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის პირველ ადგილზე ,,მოსიარულე მკვდრები” დასახელდა. სერიალი, რომელიც 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქტუალობას არ კარგავს, აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან.

ჩამონათვალს ბრიტანული სამეცნიერო ფანტასტიკური ანთოლოგიური ტელესერიალი, ,,შავი სარკე” აგრძელებს.

საუკეთესო სამეულს ,,ველური დასავლეთის სამყარო” ხურავს.

IMDb-ის 2018 წლის ტოპ 10 სერიალს შორის ასევე ,,მხევლის წიგნი”, ,,გრეის ანატომია”, ,,ჰილ ჰაუსის მოჩვენებები”, ,,ამერიკული საშინელებათა ისტორია”, ,,ვიკინგები”, ,,13 მიზეზი” და ,,უსირცხვილო” მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები