მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გაჟღერდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ შერყეულია.
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც შედის და ნახულობს, იმდენად მკვეთრად არის გამოხატული სისუსტე, რომ ამისთვის თვალის არიდება უსინდისობაა, თუ ამას ვინმე შეძლებს და იტყვის.” – განაცხადა ხერხეულიძემ
“ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე, რაც აქამდე არ გაჟღერებულა. ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც საზოგადოებამ არ იცის და აუცილებელია, საქმის კურსში იყოს. ეს ეხება გადაყვანასაც, არსებულ პირობებსაც, მის მდგომარეობას, რაც მის ირგვლივ ვითარდება.
სამწუხაროდ, შიმშილობას არ წყვეტს, დათქმა არის ძალაში. დიდი გულისტკივილით ვამბობ, არავის ძალა არ ჰყოფნის, რომ ის დაარწმუნოს ამაში, ვიდრე არ შესრულდება ის დათქმა, რაც გუშინ გახმოვანდა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.