LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმდენად მნიშვნელოვანი არაა ეკონომიკურად, რამდენადაც პოლიტიკურად ძალიან არასწორი იქნება” – სოსო ბერიკაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ

192
სოსო ბერიკაშვილი ფორტუნა

“ყველა ქვეყანა ცდილობს რომ არ ჰქონდეს ფრენები რუსეთში და ჩვენ ამის აღდგენაზე ვსაუბრობთ, რასაც მძიმე პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, – აცხადებს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

მისი განცხადებით, რუსეთთან ფრენების აღდგენა არ უნდა მოხდეს, რადგან გადაწყვეტილება პოლიტიკურად ძალიან ძალიან არასწორი იქნება. როგორც ეკონომისტი ამბობს, ავიამიმოსვლის განახლება არც ეკონომიკურად იქნება განსაკუთრებული შედეგის მომტანი.

“არ მგონია, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა განსაკუთრებულად დადებითი შედეგის მომტანი იყოს ჩვენთვის ეკონომიკურად, ისევე როგორც აკრძალვა არ იყო იმდენად უარყოფითი შედეგის მომტანი იყო. ანუ იმდენად მნიშვნელოვანი არაა ეკონომიკურად, რამდენადაც პოლიტიკურად ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იქნება. მაშინ, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, ყველა ქვეყანა ცდილობს რომ არ ჰქონდეს ფრენები რუსეთში და ჩვენ ამის აღდგენაზე ვსაუბრობთ, რასაც მძიმე პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, – ამბობს სოსო ბერიკაშვილი “ფორტუნასთან”.

საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში აღნიშნულია, რომ სანქციების საფრთხე შეექმნება იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

ამავე თემაზე:

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება – ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა, არ შეუერთდეს სანქციებს, პატივისცემას იწვევს“ – ლავროვი

“თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება” – ირაკლი კობახიძე

„უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს შორის“ – პრეზიდენტი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს

კალაძე რუსეთთან ფრენის შესაძლო აღდგენაზე – „ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g