LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის: კონგრესმენები

61
კონ

„იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით – მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა მისი დანგრევისთვის“, – ამის შესახებ განცხადებას ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ავრცელებენ.

მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს უსვამს ხაზს.

კონგრესმენები მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენაში დაეხმარონ.

„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“, გავა 19 აპრილის საპარლამენტო შეთანხმებიდან, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიისთვის არსებულ მიმდინარე გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ მოვლენების ასე განვითარებით და ასევე, როგორც ოპოზიციური პარტიების უარით შეერთებოდნენ შეთანხმებას, ასევე თბილისში პოლიტიკის ზოგადი პოლარიზაციით.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ უკან დაიხიონ, ხელახლა გადააფასონ მათი პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად და არა – მისი დანგრევისთვის.

მხოლოდ საკანონმდებლო პროცესის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას მმართველობასთან დაკავშირებული რთული საკითხები. მათ, ვისაც ქართული დემოკრატიის მარცხის ნახვა სურს, გამბედაობა ემატებათ, როცა პოლიტიკოსები უკან იხევენ, ერთმანეთისკენ თითს იშვერენ და ავრცელებენ კონსპირაციებს. ჩვენ მზად ვართ ხელი შეგიწყოთ სადაც შეგვიძლია, რათა საქართველოს დემოკრატიისადმი ნდობის აღდგენას დავეხმაროთ“, – ნათქვამია კონზინგერისა და კონოლის ერთობლივ განცხადებაში.

პოპულალურები