LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ქართული ოცნება“ – 55%; „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 20%

196
გორბი მზა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე: „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება“ 55%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
  • „ლელო“ 4%
  • „ევროპული საქართველო“ 3%
  • „საქართველოსთვის“ 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
  • „ლეიბორისტული პარტია“ 2%
  • „მოქალაქეები“ 1%
  • „გირჩი“ 1%
  • სხვა 5%

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა.

საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

ბექა ლილუაშვილი: დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნდება – კოჭებში გეტყობათ, ბიჭებო, როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დაიწყეთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g