LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ ეთერში მოგებების ფოიერვერკი იწყება – მოიგე 700 000 და 200 000 ლარი!

240
new-535+642-news-

დღეს „იმედზე“ „ლოტო  6/42“-ის და „5/35-ოქროს ბურთის“ პირველი გათამაშება გაიმართება.

„საქართველოს ეროვნული ლატარიის“ კომპანიაში სიახლეებია და ეს სიახლეები ლატარიის ორ პოპულარულ პროდუქტს – „ლოტო 6/42-სა და ყოველდღიურ ლოტო „5/35 ოქროს ბურთს“ ეხება. გათამაშებები დღეიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაიცემა.

დღეიდან, ყოველდღე, 19:45 საათზე, „იმედზე“ მარიამ სანოგო და ზაალ წულუკიძე,  ყოველდღიურ ლოტო „5/35-ოქროს ბურთში“ 200 000 ლარზე მეტ ჯეკპოტს გაათამაშებენ! შაბათ-კვირას კი, იგივე დროს  „5/35-ოქროს ბურთს“ უკვე ყველასთვის ნაცნობი წამყვანები: ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი წაიყვანენ.

დღესვე, პირველად „იმედის“ ეთერში ტრადიციული „ლოტო  6/42“-ის გათამაშებებს გახსნილად დუტა სხირტლაძე გამოაცხადებს, მოგვიანებით მას მისი მეწყვილე ეკა ამირეჯიბიც შეუერთდება. სხირტლაძისა და ამირეჯიბის დუეტი ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, „ლოტო 6/42“-ის გათამაშებით მაყურებლის წინაშე რვა საათიანი „ქრონიკის“ დასრულებისთანავე წარსდგებიან  და “იმედის” მაყურებელს 700 000 ლარზე მეტი  ჯეკპოტის მოგების შესაძლებლობას მისცემენ.

ასე, რომ უცვლელი გათამაშების წესებით ლატარიის მოთამაშეები, ამიერიდან, ლოტოს გათამაშებებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იხილვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g