LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედის ინექცია – ინგლისში კიბოს 15 სახეობის წინააღმდეგ ვაქცინა ოფიციალურად დაინერგა

2225
იმედის ინექცია - ინგლისში კიბოს 15 სახეობის წინააღმდეგ ვაქცინა ოფიციალურად დაინერგა

ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურმა დაიწყო იმუნოთერაპიული პრეპარატის,  ნივოლუმაბის საინექციო ფორმით დანერგვა 15 სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ.

ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. ინგლისის  ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გახდა პირველი ევროპაში, რომელიც ნივოლუმაბის ამ კონკრეტულ საინექციო ფორმას სთავაზობს პაციენტებს.

ინექცია შესაძლებელია ჩატარდეს სულ რაღაც ხუთ წუთში, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია მის ინფუზიურ ფორმასთან შედარებით. აღნიშნული მკურნალობა ეხმარება იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ის ბლოკავს სიმსივნური უჯრედების იმ სიგნალებს, რომლებიც ხელს უშლის ორგანიზმის თავდაცვით სისტემას მათ წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ სწრაფი მკურნალობის ვარიანტს წელიწადში დაახლოებით 15 000 პაციენტს შესთავაზებენ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კლინიკების დატვირთვას, ყოველწლიურად ერთ წელზე მეტ დროს დაზოგავს მკურნალობის კუთხით.

ექსპერტების შეფასებით, ეს ინოვაცია ხაზს უსვამს კიბოს კვლევების „ოქროს ხანის” დაწყებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g