LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა

415
არასრულწლოვანი

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალება ინფო იმერეთი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია ორი პირი.

„ინფო იმერეთის“ ცნობითვე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g