LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმერეთში ჩაკეტილია 149 სოფელი, 30 000-მდე აბონენტს დენი არ მიეწოდება“ – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული

153
იმერეთი

„დიდთოვლობის გამო, იმერეთის მუნიციპალიტეტის 149 სოფელი ჩაკეტილია, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს“, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

ლევან ზალკალიანის თქმითვე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის:

„დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდდნენ როგორც ქალაქის, ასევე, სოფლამდე მისასვლელ გზებს. ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის.

არის გარკვეული მუნიციპალიტეტები, სადაც დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“, – თქვა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2“-თან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g