LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში კიდევ ერთი კარანტინისთვის განკუთვნილი სივრცე დაიხურა

129
1585981254-წყალტუბო-2

იმერეთში, კარანტინისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი სივრცე სასტუმრო „პრომეთე“ დაიხურა.

იმერეთის რეგიონში ორი საკარანტინო სივრცე რჩება – საირმის სასტუმრო და სასტუმრო „სპა ლეგენდსი“ წყალტუბოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კარანტინში მხოლოდ რვა პირი იმყოფება.

გარდა ამისა გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 395 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ამასთან, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g