LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IMF-მა საქართველოს $113.9 მილიონი გამოუყო

121
20181106144459-0

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს.

ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება SDR79 მილიონი (დაახლოებით $113.9 მილიონი დოლარი), რაც საქართველოს დაეხმარება COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი საგადამხდელო ბალანსის მყისიერი საჭირობების მოგვარებაში, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებაში. ამ ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები SDR406 მილიონი (დაახლოებით $585.4 მილიონ დოლარი) იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g