LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო: ირაკლი ქადაგიშვილი ბიძინა ივანიშვილზე

123
Irakli Kadagishvili

„იმის გამო, რომ ოპოზიციამ კარგად არ იმუშავა და დემოკრატიული პროცესი ჩააგდო, კაცი იძულებული გახდა პოლიტიკაში მოსულიყო – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილებაა! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, ივანიშვილის პრემიერ მინისტრად არჩევის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.

„ცხოვრებაში გულწრფელობას განსაკუთრებით ვაფასებ, ამიტომ მინდა, ხალხს გულწრფელად განვუმარტო ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი“ – რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

„როდესაც ქვეყანაში ნორმალური და სერიოზული პოლიტიკური ოპოზიცია არ არსებობს, როდესაც ოპოზიციას პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე რეალური დადებითი გავლენა არ გააჩნია და მხოლოდ უკიდურესი მარგინალიცაზიით არის დაკავებული, ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დემოკრატიული კონტროლის გარეშე რჩება და შესაძლოა გარკვეული რისკები გაჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამ რისკების თაობაზე ისაუბრა და ის ამ რისკების დასაზღვევად არის – ეს არის შესაძლო რისკი და არა ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკა მისადაგებული იყოს იქითკენ, რომ ქვეყანაში კორუფციის რისკების გაჩენის პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აუცილებელი იყო – მისი როლი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები