LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად – მარშანია პარლამენტში დაპირისპირებაზე

179
collage

ამათ, დარტყმაც არ შეუძლიათ, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებს, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მუხრან ვახტანგაძეს შორის კამათის მიზეზების დადგენას ცდილობდნენ.

“გაინტერესებთ, ვინ ვის დაარტყა პარლამენტში? ესეც არ შეუძლიათ ამათ, დარტყმაც არ შეუძლიათ. ვაჟკაცური ჩხუბიც არ შეუძლიათ ამათ. საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო… ამის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად” – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა.

ამასთან, ადა მარშანიამ მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციების საკითხებთან დაკავშირებული კომისიის ბედით დაინტერესება ურჩია და არა დეპუტატებს შორის მომხდარი გაუგებრობებით.

შეგახსენებთ, პარლამენტში დეპუტატებს მიხეილ ყაველაშვილს, მუხრან ვახტანგაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

მოგვიანებით ყაველაშვილმა განმარტა, დაპირისპირება პირად საკითხს მოყვა.

თავდაპირველად კამათი დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო, რომელშიც მოგვიანებით ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g