ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა და ზედიზედ მეორე, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაზე საოცარი სანახავი იმის ნახვაა, რომ მისმა მეუღლეს ყველა ის ოცნება აისრულა, რაზეც ოდესღაც უცნებია.
„ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რა ძალას მოითხოვს ასეთ მომენტამდე მისვლა. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები… და მიუხედავად ყველაფრისა, შენ ყოველ დღე განაგრძობდი სვლას.
ახლა კი ზედიზედ მეორედ, ჩემპიონი ხარ.
იმის ყურება, როგორ აიხდინე ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ლოცულობდი და ოცნებობდი, ყველაზე საოცარი რამ არის.
შენით ყოველთვის ვამაყობ. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო. ეს მხოლოდ დასაწყისია – წინ კიდევ ბევრი წარმატებაა“, – წერს ნიცა თავაძე.
