LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის რომ სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს, სკოლებში სმარტფონები უნდა აიკრძალოს – იუნესკო

118
Group of kids playing video games on smart phone after school

სკოლებში სმარტფონების აკრძალვა აუცილებელია, რათა სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, სმარტფონების გაქრობით კიბერბულინგის შემთხვევებიც შემცირდება, ნათქვამია იუნესკოს უახლეს ანგარიშში.

სპეციალისტთა შეფასებით, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმის რომ მობილური ტელეფონი ბავშვის სწავლის ხარისხს აფუჭებს და ემოციურ მდგომარეობაზეც ნეგატიურად მოქმედებს.

იუნესკოში ფიქრობენ, რომ მიუხედავად უამრავი დადებითი ეფექტისა, საკლასო ოთახებში სწავლა ონლაინ სწავლამ არ უნდა ჩაანაცვლოს.

ტექნოლოგიების განვითარება სწავლის შესაძლებლობა მისცა მილიონობით ადამიანს, თუმცა ნეგატიური ეფექტიც საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ბავშვებსა და მშობლებს შორის ცოცხალი კომუნიკაცია გაქრა და ნაწილობრივ ესეც სმარტფონების დამსახურებაა, წერია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g