LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი Startup Wise Guys-თან თანამშრომლობას იწყებს

157
13

Impact Hub Tbilisi-ს აქსელერატორი თანამშრომლობას იწყებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და წარმატებულ აქსელერატორთან Startup Wise Guys. ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის.

2024 წლის იანვარში, Impact Hub Tbilisi-ის აქსელერატორის მონაწილე 9 შერჩეული გუნდი ტალინში გაემგზავრება  და Startup Wise Guys-ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ ტრენინგებს დაესწრება. გუნდებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ესტონეთის წარმატებული და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

მონაწილე სტარტაპები: 

  • Bitpulse – კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
  • Connect. – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
  • Gakvetilo.ge – უნარების განმავითარებელი ლაივ კურსების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი ინტერესების ინტერაქციულ კურსებს.
  • Helio.AI – რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
  • KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • Roommate – პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
  • TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • Wenroll – ონლაინკურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • Wisp – ჟესტების ენების შემსწავლელი აპლიკაცია.

„ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემისთვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ გამოცდილება, რომელსაც ჩვენი პრეაქსელერატორის მონაწილე გუნდები Startup Wise Guys-ის მენტორობით მიიღებენ, ფასდაუდებელი იქნება მათი მომავალი წარმატების ფორმირებაში“, – აღნიშნა ქეთი ებანოიძემ, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ აქსელერატორი 2021 წელს Impact Hub Tbilisi-ს საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო ოთხი ნაკადი, ჯამში 81 სტარტაპი. მონაწილე გუნდებმა, მთლიანობაში, 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g