LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა

127
715X400 fortuna

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, მედიკამენტების უმსხვილეს თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან – Nobel და Abdi Ibrahim – მოლაპარაკებების ფარგლებში, ყველაზე აქტიურად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა.

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრისთვის თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შესაძლებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან, მთავრობის #188 დადგენილების ცვლილებაზე ხელმოწერის შემდეგ შევიდა ძალაში.

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი. 26 მარტიდან, „იმპექსის“ 100 აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, 10-მდე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა შესაძლებელი იქნება 80%-მდე შემცირებული ფასით.

  • ბრილანტას შეძენა (90მგN56) – 242 ლარის ნაცვლად, „იმპექსში“ – 47.95 ლარად არის შესაძლებელი.
  • თურქული წარმოების გერმანული მედიკამენტის ქსარელტოს (15მგN28) მომხმარებელი 250.85 ლარის ნაცვლად, 49.95 ლარად შეიძენს.
  • ფორქსიგას ტაბლეტების (10 მგN28) ფასი 35.95 ლარი გახდა, ნაცვლად 145 ლარისა.
  • სერეტიდი აკუჰალერის (დისკუსი საინჰ.50 მკგ/500 მკგ/1 დოზა 60 დოზა) შეძენა 99 ლარის ნაცვლად, 47.95 ლარად არის შესაძლებელი.
  • ესრამის 10 მგ შეძენა 7.43 ლარად, 20 მგ-ის 9.17 ლარად არის შესაძლებელი, ნაცვლად 38 და 49 ლარისა.
  • კოირდას შეძენა შესაძლებელია 150მგ/12.5მგN28 – 8.85 ლარად, ნაცვლად – 41.6-სა. 300მგ/12.5 მგN28 – 9.9 ლარად, 52.6-ის ნაცვლად.
  • პენტასას (ტაბ. 500მგ N100) შეძენა 175 ლარის ნაცვლად, 55.95 ლარად იქნება შესაძლებელი (ქსელში შემოვა უახლოეს დღეებში).

ეტაპობრივად, „იმპექსის“ ქსელში შემცირებული ღირებულებით იმპორტირებული მედიკამენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი, ფარმაცევტულ სექტორში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზებით. კომპანიის მიზანია ხარისხი ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის.

„იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან და დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელთან თანამშრომლობს, რომლებიც პრეპარატებს საერთაშორისო ფარმაცევტული GMP სტანდარტების შესაბამისად აწარმოებენ.

„იმპექსი“ ლოიალობის – „ზე ბარათის“ ზოგადი სქემის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქულების დაგროვების პარალელურად – მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა, პარაფარმაციის პროდუქცია საუკეთესო ფასად შეიძინონ. ასევე, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, „ზე“ ბარათის სპეციალური დამატებითი სქემების საშუალებით, საპენსიო ასაკის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ პირებს სთავაზობს მეტ ფასდაკლებას მედიკამენტებსა და სამედიცინო ტექნიკაზე. სქემა აქტიურდება პენსიონერისთვის – პირადობის მოწმობის, ხოლო დევნილის შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი საბუთის ერთჯერადად წარდგენის საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, „ზე“ ბარათზე მოქმედებს მშობელთა სქემაც, რომლის ფარგლებში ჩართული მშობლები სარგებლობენ დამატებითი ფასდაკლებით ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ მუდმივად ცდილობს, შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური და განსაკუთრებული შეთავაზებებით მომხმარებლები განაწყოს სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

#განეწყვეჯანმრთელობისთვის

#განეწყვესიცოცხლისთვის

„იმპექსის“ ცხელი ხაზი: 0322 31 31 00

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები