ფრანგული პრემიუმ ბრენდის AVENE-ის და KLORANE-ის კვალიფიციური კონსულტანტები „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის საბურთალოს ორ ფილიალში სახის კანის უფასო დიაგნოსტიკას და კონსულტაციას ჩაატარებენ. 15 სექტემბერს აქცია ვაჟა-ფშაველას გამზირზე # 50-ში მდებარე “იმპექსის” აფთიაქშია დაგეგმილი (16:00 – 20:00 სთ), ხოლო 16 სექტემბერს – დოლიძის ქუჩა # 26/28-ში (16:00 – 20:00 სთ).
აქციის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ საკუთარი კანის ტიპის შესაფერისი პროდუქცია, დაგეგმონ სწორი მკურნალობა და დიაგნოსტიკის საათების ფარგლებში ნებისმიერ შენაძენზე მიიღონ საჩუქარი. „იმპექსის“ აღნიშნულ ორ ფილიალში -40% ფასდაკლება გავრცელდება Avene-ს და Klorane-ს სრულ ასორტიმენტზე.
„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.
“იმპექსი“ მრავალფეროვანი შეთავაზებებით ყოველკვირეულად ანებივრებს თავის მომხმარებლებს. სააფთიაქო ქსელში ბოლო დროს დანერგილი სიახლის, მუდმივი ყოველკვირეული კატეგორიების აქციების ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება აქვს თავის მოვლის პროდუქციაზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებებით. ამჟამად, სპეციალური ფასდაკლება მიმდინარეობს ტანის მოვლის საშუალებებზე 15-22 სექტემბრის ჩათვლით.
ყოველი თვის I კვირა “იმპექსში” ტრადიციულად (1 – 7 რიცხვი) ბავშვთა მოვლის, კვების და აქსესუარების ბრენდებზე ფასდაკლებას ეთმობა.
ყოველი თვის II კვირას (8 – 14 რიცხვი) თმის მოვლის პროდუქციაზე მოქმედებს საუკეთესო შეთავაზებები.
ყოველი თვის III კვირა (15 – 21 რიცხვი) კი ტანის მოვლის ბრენდებზე ფასდაკლების კვირეულია.
ყოველი თვის IV კვირა (22 – 31 რიცხვი) პირის ღრუს მოვლის პროდუქციის კვირეულია.
შეთავაზებებით სარგებლობა „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე.
“ზე ბარათზე” ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy