ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა ვაქცინაციის პროცესის ახალ ეტაპზე, ამ წუთებში მსჯელობს. სხდომაზე საბჭო იმ დამატებით ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლება. ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო, ქვეყანაში “ასტრაზენეკა“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
25 მარტს კი საქართველომ “ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე, სამედიცინო პერსონალი აიცრა. 25 მარტიდან სამედიცინო პერსონალთან ერთად, დარეგისტრირება, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
აცრა შესაძლებელია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვებგვერდზე – booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება: ტიკარაძე