LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოისტები შერიგდნენ: ინციდენტი ამოწურულია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით – შოთა ხაბარელი

1548848748-1-1024x683

“ინციდენტი ამოწურულია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით” – ამის შესახებ შოთა ხაბარელმა საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სპორტსმენებში დაპირისპირება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც დღეს ამოიწურა.

“პატრიარქმა დალოცა ძიუდოისტები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი, რასაც ქვია დაპირისპირება, აღარ უნდა იყოს იმიტომ, რომ ეს იყო ნება ყველასი, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ, დაელოცა და შერიგებულიყვენენ. პატრიარქმა დალოცა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის მხოლოდ იაპონიის ინციდენტი, დიდი პროცესი იყო ეს, მთელი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება სპორტსმენებს შორის, რაც ყველზე ცუდი იყო და მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ ერთმანეთს ჩამოართვა ხელი, მოეფერნენ, გადაკოცნეს დ ეს ინცინდენტი ამოწურულია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.

საქართველოს ნაკრების და ვეტერანი ძიუდოისტების პატრიარქთან  შეხვერდის შემდეგ, დაპირისპირებული მხარეების შერიგების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმაც დაუდასტურა.

„ქართულ ძიუდოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო სიტუაცია არ იყო დალაგებული. ამის გამო უწმინდესის თხოვნით მთელი ნაკრები არასრული შემადგენლობით აქ მოვედით და მისი ლოცვა-კურთხევით გავერთიანდით. შევეცდებით ერთიანი ძალისხმევით უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და სპორტის ამ სახეობას“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

 

mazda magti 5g