შსს-მ მეტროსადგურ “რუსთაველში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის და ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საყურიანი ბიჭი ქართველობას არ შეეფერება - „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შსს მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევს
უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველთა ნაწილის განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი საყურე გახდა, რომელიც ერთ-ერთ დაზარალებულს ეკეთა.