კერძო სკოლა „ლამპარის“ დირექტორის დარეჯან ქადაგიძის ინფორმაციით, ინციდენტი, რომელშიც სკოლის მე-10 კლასელი მოსწავლე მონაწილეობდა სკოლის ტერიტორიის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა.
როგორც ქადაგიძემ „ფორტუნას“ განუცხადა, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ერთ- ერთ მე-10 კლასელს რამდენიმე ბავშვი დახვდა და სახეში მოარტყა ხელი.
„მოსწავლეს ტუჩი აქვს გახეთქილი, მშობელმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ცოტა თავბრუც ეხვეოდა. რატომ მოხდა რა იყო, დეტალები არ ვიცით. ინციდენტი სკოლის გარეთ მოხდა. ჩვენი სკოლა მე-12 სკოლასთან ახლოს მდებარეობს. იქ მანდატურებმა შეამჩნიეს რაღაც ჩოჩქოლი და დაშალეს ჯგუფი, სანამ გაკვეთილები დაიწყებოდა მანამდე. შემდეგ ჩვენი სკოლიდან რომ გავიდნენ ბავშვები, ქვემოთ მაღაზიაა და იქ მომხდარა ინციდენტი,“ – აღნიშნა დარეჯან ქადაგიძემ.